1.პროექტის სახელი "სისხლის უჯრედები"
2პროექტის მოკლე აღწერა ჰემოგლობინის განსაზღვრა. ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის დათვლა მიკროსკოპის მეშვეობით. თეორიისა და პრაქტიკის შრწყმა.
3.პროექტის სრული აღწერა: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუკეთებია სისხლის ანალიზი. სისხლის შესწავლისას დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში სისხლის უჯრედების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლა, ჰემოგლობინის განსაზღვრა.
ა)მსურველ მოსწავლეთა ჯგუფს მივავლენ 130 საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე ბავშვთა N 21 პოლიკლინიკაში, ლაბორატორიაში, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან სისხლის ანალიზის დამუშავების პროცესს, რაც მათ ცოდნას უფრო გააღრმავებს. ჩანახატებს გაამზადებენ, ფოტო მასალას მოიძიებენ ინტერნეტში, შეადარებენ თვალით დანახულს. გაამზადებენ პრეზენტაციას და მოხდება ცოდნის გაზიარება თანაკლასელებთან.
4.მონაწილეთა ასაკი IX კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა ერთი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : ჯგუფური მუშაობა, პრეპარატებზე დაკვირვება, ანალიზი, სისხლის უჯრედების ამოცნობა, დიფერენცირება, გამოქვეყნება/პრეზენტაცია
7.მოსალოდნელი შედეგები: ცოდნის გაღრმავება, თეორიულისა და პრაქტიკული ცოდნის დაკავშირება გამთლიანება
8.სამუშაო ენა: ქართული
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ბუნება IX1.3 სქემატურად გამოხატავს უჯრედსა და გარემოს შორის ნივთიერებათა, მაგალითად აირები მიმოცვლას, ორგანოთა სისტემების მეშვეობით და მსჯელობს ამ პროცესის მნიშვნელობაზე.
ბუნება IX1.4 იყენებს გაზომვას მოსმენას, ვიზუალურ დაკვირვებას, ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად. დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ოქმის სახით.
10.პროექტის ავტორი: ნინო კვინიკაძე
11.ავტორის e mail : kvinikadzenino4@gmail.com
No comments:
Post a Comment